ბლუმი და ტექნოლოგიები – გამოყენება
ბლუმის ტაქსონომის ეს ნაწილი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას:
- ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში მოხმარებას;
- ნასწავლის მიხედვით დავალების შესრულებას;
- კანონზომიერების ფარგლების განსაზღვრასა და გარკვეული პროცედურების განხორციელებას.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაში დაგეხმარებათ ტაქსონომიის ციფრული დანამატები:
- გაშვება, ჩატვირთვა, ფუნქციონირება, გარჩევა – რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამებში მანიპულირების შედეგად აპლიკაციების მიღებას;
- თამაში – მოსწავლეები ამ დროს ავლენენ ნასწავლის გაგების და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
- ატვირთვა, გაზიარება – მასალების ატვირთვა ვებ-გვერდებზე და გაზიარება თანამშრომლობის უნარების განვითარების მიზნით;
- რედაქტირება – პროცესი, რომელიც რედაქტორის საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ შესაძლებელია მარტივად განახორციელონ მოსწავლეებმა.
ქვემოთ მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება ეფექტური იქნება სწავლების ამ დონისთვის და დაგეხმარებათ სასწავლო მიზნების მიღწევაში.
Animoto
Animoto არის ონლაინ პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ 30 წამიანი უფასო ვიდეოები. ვიდეოები იქმნება სურათების, ვიდეოების და ტექსტების გამოყენებით, ასევე შესაძლებელია თემების და მუსიკის შერჩევა.
Lucidchart
Lucidchart არის ძლიერი ინსტრუმენტი დიაგრამების ასაგებად. იგი გაძლევთ საშუალებას ჯგუფურად შექმნათ დიაგრამები და მოახდინოთ მისი კომენტირება რეალურ დროში. ამ აპლიკაციის გამოყენება მარტივია ყველა ასაკის მოსწავლისათვის. მასწავლებელს კი დაეხმარება კომპლექსური თემების ახსნის დროს და სწავლების მეთოდების დემონსტრირებისას.
MindMeister
MindMeister არის გონებრივი რუკების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუზიაროთ ერთმანეთს იდეები ვიზუალურად და განავითაროთ ისინი. უამრავი ადამიანი იყენებს ამ ინსტრუმენტს გონებრივი იერიშის დროს, პროექტების დაგეგმვისას და სხვა მრავალი შემოქმედებითი აქტივობისას.
Google My Maps
My Maps-ის მეშვეობთ ადვილია შექმნათ იმ ადგილების რუკები რომელიც ისწავლეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია. მონიშნოთ და დაამატოთ პუნქტები ან მოხაზოთ ფიგურები, ატვირთოთ ფოტოები და ვიდეოები, შეინახოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს.
Google Slides
Google Slides არის ონლაინ პრეზენტაციის ინსტრუმენტი, რომელის დაგეხმარებათ ციფრულად ითანამშრომლოთ მოსწავლეებთან. მისი მეშვეობით შესაძლებელია ერთობლივად შექმნათ, შეცვალოთ, წარმოადგინოთ პრეზენტაციები და მოახდინოთ მოსწავლეების ცოდნის დემონსტრირება ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს.
სტატიის ავტორი: ნინო კაჟაშვილი
გამოყენებული მასალები:
http://digitallearningworld.com/blooms-digital-taxonomy
http://www.educatorstechnology.com/2016/07/a-new-visual-on-blooms-taxonomy-for-web.html?m=1
http://www.techlearning.com/news/0002/bloom39s-taxonomy-blooms-digitally/65603