პრაქტიკის კვლევის ტრენინგი მასწავლებლებისთვის: დიზაინი, განხორციელება და შეფასება
ტრენინგის შინაარსი და პირობები:
ტრენინგკურსი უზრუნველყოფს მასწავლებლებს საჭირო ინსტრუმენტებით, რათა შექმნან პრაქტიკის კვლევის დიზაინი, დააკვირდნენ, ორიენტირება მოახდინონ, გადაწყვეტილებებები მიიღონ და მოქმედებაში მოიყვანონ თავიანთი ნააზრევი.
კურსი შესაძლებლობას მისცემს უფროს მასწავლებლებს შექმნან კვლევის დიზაინი, განახორციელონ, დააკვირდნენ და შეაფასონ პრაქტიკის კვლევა და გადაინაცვლონ წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს აქვს შემდეგი ინფორმაცია და უნარები:
- განსაზღვრავს პრაქტიკის კვლევის მახასიათებლებს
- ადარებს და განასხვავებს პრაქტიკის კვლევას სხვა სახის კვლევებისგან
- უკავშირებს პრაქტიკულ კვლევას საკუთარ სასწავლო პრაქტიკას
- აღწერეს პრაქტიკის კვლევის ციკლის ფაზებს
- აყალიბებს საკვლევ საკითხს
- არგუმენტირებულად ასაბუთებს საკვლევი საკითხის აქტუალობას
- განსაზღვრავს და არჩევს მონაცემთა ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს
- აყალიბებს მონაცემთა შეგროვების გეგმას საკუთარი პრაქტიკის კვლევისთვის
- აკეთებს ონლაინ რესურსების სიას, მონაცემების შეგროვებისთვის. (მაგ. ონლაინ გამოკითხვა, კითხვარის, ანკეტა, ტესტი, სადისკუსიო დაფა და სხვა)
- იცის როგორ გაანალიზოს პრაქტიკის კვლევისგან შეგროვილ სხვადასხვა ტიპის მონაცემები
- იცის მეთოდები თუ როგორ გაუკეთოს ინტერპრეტაცია შეგროვილ მასალებს
- იცის როგორ დაგეგმოს და გახორციელოს შესაბამის ინტერვენციები
- იცის როგორ შეაფასოს მიღებულ შედეგები
- იცის გზა, თუ როგორ დაწეროს პრაქტიკის კვლევის რეპორტი
- იცის ეთიკური ნორმების დაცვა პრაქტიკის კვევასთან დაკავშირებული
ტრენინგის ხანგძლივობა: 2 დღე 9 საკონტაქტო საათი.
ტრენინგის ღირებულება: 70 ლარი.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ორგანიზაციის სერტიფიკატი (სერტიფიკატის შედეგად კრედიტი არ გადმოგეცემათ, თუმცა საშუალება გეძლევათ ტრენინგის შედეგად გავლილი აქტივობებით მოიპოვოთ კრედიტები).
ტრენინგის გავლის შედეგად თქვენ შეძლებთ პრაქტიკული კვლევის დიზაინის შემუშავებას, ჩატარებას და 2 კრედიტქულის მოპოვებას შიდა შეფასების ჯგუფისგან.
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული