ნაწილი 2. დიფერენცირებული სწავლების მაგალითები
წინა სტატიაში, დიფერენცირება ნაწილი 1, საკითხის თეორიული განხილვის და პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ, მსურს გაგიზიაროთ ამ მეთოდის გამოყენების ჩემეული „აღმოჩენები“ ისტ-ს გამოყენებით.
დაისვა კითხვა: როგორ ავაგოთ დიფერენცირების პროცესი?
ეს შრომატევადი სამუშაო მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას, ანალიზს და შედეგების აღრიცხვას. დიფერენცირების საგანს წარმოადგენს:
რაც ეფუძნება მოსწავლის:
ჩემთვის ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად დავყავი:
- მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა:
- ფიზიკური;
- ფსიქოლოგიური;
- პირადი შეხედულებები.
ამისათვის ვიყენებ დაკვირვებებს სასწავლო პროცესის დროს გაკვეთილზე გაკეთებული ჩანაწერების სახით, მშობლებთან გასაუბრებას, ასევე მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოების შესწავლას და ანალიზს;
- მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების ჩამოყალიბება
დაკვირვების პერიოდისათვის მასალის სხვადასხვა დონეზე ათვისების მიხედვით:
შესასწავლი მასალის ათვისების და გაგების მიხედვით;
შემეცნების თავისებურებების, მეხსიერების, აზროვნების მიხედვით.
- დიფერენცირებული დავალებების შერჩევა ან შემუშავება, რომლებიც შეიცავს სხვადსხვა ხერხებს, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს თავად შეძლონ ამოცანის ამოხსნა;
ან შესაბამისზე უფრო მეტი მოცულობის დავალების ან სირთულით შეთავაზება.
- მოსწავლეთა ნამუშევრებზე მუდმივი კონტროლი, რომელთა შედეგებითაც იცვლება დიფერენცირებული დავალებების ტიპი.
თითოეული ეს ეტაპი თავისთავად რთულია. ბუნებრივია თითოეულ პედაგოგს საკუთარი მიდგომა ექნება მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის.
ჩემი გადასახედიდან მოსწავლეთა დაყოფა არ ხდება „ძლიერ“ და „სუსტ“ მოსწავლეებად, არამედ ჯგუფებად დაყოფა მოსწავლეთა მზაობის მიხედვით, მაგალითად.
მე გამოვყოფდი სამ ძირითად ჯგუფს:
- პირველ ჯგუფში შევლენ დაბალი მზაობის მოსწავლეები, როლებიც მუდმივად საჭიროებენ სხვადასხვა დავალებების შესრულებისას სკაფოლდინგს (ხარაჩოებს);
- მეორე ჯგუფის მოსწავლეებს თავად შეუძლიათ მუშაობა;
- მესამე ჯგუფის მოსწავლეებს ეუფლებიან მასალას მოკლე ვადაში, ასრულებენ დავალებებს მაღალი ხარისხით, და შეუძლიათ სხვისი დახმარება.
პირველ ჯგუფში შემავალ მოსწავლეებს ახასიათებთ დაბალი და არამდგრადი მუშაობის უნარი, სწრაფი გადაღლა, ყურადღების, აზროვნების და მეხსიერების განვითარების დაბალ საფეხურზე არიან. ისინი საჭიროებენ მუდმივ წახალისებას, მოტივირებას, დავალების ხარისხის შესრულების კონტროლს, სხვადასხვა სამუშაოებში ჩართვას და განვითარებას. ასეთ მოსწავლეებს ეთმობათ უფრო მეტი დრო, რაც ცალსახად აზარალებს დანარჩენ მოსწავლეებს.
მეორე ჯგუფის მოსწავლეები განეკუთვნებიან მასწავლებლისთვის ყველაზე სასურველ კატეგორიას: მათ აქვთ განვითარებული მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება, ისინი მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი სასწავლო დავალება, პასუხისმგებელნი არიან, აქვთ მაღალი მოტივაცია. თუმცა ისინიც საჭიროებენ მასწავლებლის ხშირ ყურადღებას, სჭირდებათ მოტივაცია და წახალისება, ასევე შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
მესამე ჯგუფის მოსწავლეები მაღალი მზაობის არიან, მაღალი აკადემიური მოსწრებით, საჭიროებენ მუდმივ შემეცნებას, სწავლას, ემოციურ ჩართულობას, მოტივაციას და საკუთარი მოქმედებების რეგულაციის უნარს.
კვლავ ჟღერს კითხვა: როგორ გავხადოთ თითოეული გაკვეთილი მაქსიმალურად ეფექტური მოსწავლეთა ყველა ჯგუფისათვის ან ინდივიდუალური მიდგომისათვის? როგორ მივაწოდოთ მასალა ისე, რომ ნიჭიერმა მოსწავლეებმა არ „მოიწყინონ“, ხოლო სწავლის პრობლემების მქონე მოსწავლეებმა შეძლონ საკითხის გაგება და შესწავლა?
გაკვეთილის ეფექტურობას განსაზღვრავს რიგი ფაქტორები. ამათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება გაკვეთილზე. მასწავლებელმა რიგითი გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია განსაზღვროს თითოეული გაკვეთილის როლი თემის შესწავლისას, კავშირი დაამყაროს თემებს შორის; საკითხის ახსნისთვის, განმტკიცებისთვის, შედეგების კონტროლის და კორექტირებისთვის გამოყოს დრო.
მასწავლებლისა და მოსწავლეების ინტერაქციისათვის კარგი იქნება გაკვეთილის ტიპების ცვლა.
ციფრულ საუკუნეში, ბუნებრივია, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ისტ ტექნოლოგიების გარეშე არასრულყოფილი იქნება, მითუმეტეს სწავლებაში, როდესაც საჭიროა მოსწავლეთათვის ინდივიდუალური დავალებების შეთავაზება ერთ გაკვეთილზე.
დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება თავისთავად ეფექტური იქნებოდა მასალის ახსნისთანავე, თუმცა ეს მეთოდურად სირთულეს წარმოადგენს, რადგან ერთდროულად ერთი საკითხის მიწოდება მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებების გათვალისწინებით რთულია, გაკვეთილზე დროის სიმცირის გამოც და პროცესის დაგეგმვისა და შედეგად ყველა მოსწავლე ისწავლის თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მხრივ კარგ შედეგს იძლევა შებრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) მოდელის გამოყენება მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესში.
1:1 ელექტრონული სწავლება გულისხმობს არა მხოლოდ უბრალოდ ისტ-ი ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას, არამედ სწავლის შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების საშუალებას ყველა მოსწავლისათვის, მიუხედავათ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა. ინდივიდუალური მიდგომით სწავლება არის ინდივიდუალური სწავლების საშუალება ციფრული წიგნიერების დაუფლების ხარჯზე. ტექნოლოგია არის ინსტრუმენტი, რომელიც უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის ინდივიდუალურ მიდგომას.
წარმატებული ინდივიდუალური მიდგომა შესაძლებელია დავახასიათოთ შემდეგი თვისებებით:
გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, ისინი სწავლობენ ბუნებრივ გარემოში;
მასწავლებელი იღებს საკუთარ თავზე ტუტორის/ფასილიტატორის როლს.
მოსწავლეები სწავლობენ მათთვის მისაღები ტემპით, მათი თვითეფექტურობა და კრიტიკული აზროვნების უნარები მუდმივ განვითარებაშია.
ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავად შეარჩიოს სწავლის და ასევე ცოდნის დემონსტრირების გზები.
განმავითარებელი შეფასება მთელი სწავლის პერიოდში, მუდმივად ხდება ციფრული ტექნოლოგიებით, რაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გააანალიზონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები.
ტექნოლოგიების ინტეგრაცია არ გულისხმობს პედაგოგის როლის შესუსტებას, პირიქით ის აძლიერებს მას, აძლევს სწავლების სტრატეგიების ახალ ინსტრუმენტებს.
მასწავლებელმა შესაძლოა შეიმუშაოს კლასში მოსწავლეთა ცოდნის დადგენის მრავალფეროვანი სტრატეგიები, ამასთან ამ პროცესში ჩართოს თავად მოსწავლეებიც. მაგალითად „გამოკითხვის“ სტრატეგია, რომლის ჩატარება შესაძლოა წარმოვადგინოთ შემდეგ საფეხურებად:
გამოკითხვის ჩატარებამდე სთხოვეთ მოსწავლეებს წერილობით უპასუხონ რამდენიმე კითხვას: რა იყო გაუგებარი საკითხში? რომელი საკითხი იყო ყველაზე გაუგებარი? რის შესახებ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი?
მოსწავლეთა პასუხების მიხედვით შეადგინეთ გამოკითხვის კითხვარი, მოამზადეთ დამხმარე მოსწავლეები (ამ როლის მოსწავლისათვის მინიჭება ხდება მასწავლებლის მიერ, მათ შესაძლოა მივმართოთ, როდესაც ვინმეს გაუჭირდება). თემის ყველა საკითხთან დაკავშირებით მოვამზადოთ ექსპერტები (მოსწავლეები რომლებიც მიიღებენ პასუხებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე მოსწავლეებისგან, მათთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გაკვეთილზე იქნება შესაძლებელი, არამედ არასაგაკვეთილო დროსაც, მაგალითად პროექტის რომელიმე აქტივობის განხორციელების დროს).
ექსპერტების და კონსულტანტების შესარჩევად სთხოვეთ მოსწავლეებს შეადგინონ კითხვარი განვლილ მასალაზე. მასალასთან მუშაობისას, მთავარი საკითხების გამოყოფით და კითხვების სახით ჩამოყალიბებისას მოსწავლეები დაამუშავებენ მასალას და თავისუფლად გაერკვევიან მასალაში – ეს დავალება ასევე მასწვალებელს დაეხმარება მოსწავლეთა შეფასებაში.
დაბალი მზაობის მოსწავლეების აქტიური მუშაობის დასაწყებად, დააწყვილეთ ისინი „ექსპერტებთან“. ექსპერტების მოვალეობა იქნება მოსწავლის კონტროლი და საჭიროებისამებრ დახმარება, ასევე დახმარება გაუწიონ დამწყებ „ექსპერტებს“, წარმართონ მათი სამუშაო.
შესაბამისად გაკვეთილზე ყველა მოსწავლე ჩართულია, ისინი სწავლობენ კითხვების დასმას, დახმარების გაწევას, დისკუსიებში ჩაბმას.
1:1 ელექტრონულის სწავლება დიფერენცირების მხრივ ფართო შესაძლებლობების არეალს გვთავაზობს:
გაკვეთილის მართვის ფუნქცია – ჯგუფური ჩეთი, საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა ჯგუფში იმსჯელონ, ამოხსნან ამოცანები, რასაც საკუთარ ადგილებზე შეძლებენ, ყოველგვარი გადაჯგუფების გარეშე, რაც გაკვეთილზე ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს დროის მხრივაც და იმ შემთხვევაშიც, თუ კლასის დაჯგუფება ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია კლასის ინვენტარის გადაადგილებასთან.
ასევე გაკვეთილის მართვის ტესტის შემდგენელი იძლევა საშუალებას, მასალის ახსნის შემდეგ ჩავატაროთ ტესტი/ მომენტალური გამოკითხვა კლასში. ტესტის ავტომატური შესწორების ფუნქცია საშუალებას იძლევა შედეგებში მომენტალურად ვნახოთ ვის რა გაუჭირდა:
მას შემდეგ რაც დავადგენთ მოსწავლეთა გაგების დონეს, შევუდგებით დიფერენცირებას. მოსწავლეთა ათვისების დონის შემოწმების ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ასევე გაკვეთილზე დაკვირვება და ჩანაწერების გაკეთება. გთავაზობთ დაკვირვების ფორმის ნიმუშს და შედეგად დიფერენცირებული მიდგომის ვარიანტს:
კლასს ყოფთ ჯგუფებად და აძლევთ დიფერენცირებულ სავარჯიშოებს, ან ინდივიდუალურ სავარჯიშოებს:
მათემატიკა: დავალების ბარათი 1 (ნაკლები მზაობის მქონე მოსწავლეებისათვის)
დავალების ბარათი 2 (საშუალო მზაობის მქონე მოსწავლეებისათვის)
დავალების ბარათი 3 (მაღალი მზაობის მქონე)
ამოცანები შედგენილია სხვადასხვა სირთულით, ან დახმარების სხვადასხვა ხარისხით.
შემდეგი სავარჯიშო:
ამოცანის დიფერენცირება გაკვეთილზე:
“გიორგიმ იყიდა 12 რვეული, თითოეულში გადაიხადა 2 ლარი, ხოლო მაკამ იყიდა 11 რვეული თითო 3 ლარად. სულ რამდენი ლარი გადაიხადეს გიორგიმ და მაკამ ერთად?”
ვაძლევ დავალებებს კლასში მოსწავლეთა მზაობის მიხედვით (აქ შესაძლებელია მოსწავლეთა დაჯგუფება გაკვეთილზე, ან გაკვეთილის მართვაში ჯგუფური ჩეთის გამოყენება, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით მათი მსჯელობა ამოცანის პირობის გააზრებასთან და პასუხის მიღებასთან დაკავშირებით ჩაბეჭდონ ჩეთში. ამასთანავე მასწავლებელი თვალს აყოლებს მოსწავლეთა კომენტარებს და საჭიროებისამებრ თვითონაც აბეჭდავს კომენტარებს):
დაბალი მზაობის მოსწავლეები (დახმარებისათვის ჯგუფურ ჩეთში გადაუგზავნი დავალების ):
საჭიროებისამებრ ვუგზავნი მოსწავლეებს მეორე დახმარების ბარათს:
საშუალო მზაობის მოსწავლეებისათვის:
მაღალი მზაობის მოსწავლეებისათვის:
სავარჯიშო 4;
ზოგჯერ საჭიროა ისეთი ტიპის დავალებების განხილვა, რომელთა ამოხსნაც საშუალებას იძლევა გავიგოთ, თუ რამდენად მყარად აქვთ მოსწავლეებს ათვისებული საკითხი და რამდენიმე ტიპიური დავალების ამოხსნას ვთავაზობთ. ყველა მოსწავლეს ეძლევა ერთი და იგივე დავალება, მაგრამ დავალების შესასრულებლად გამოყოფილი დრო მკაცრად განსაზღვრულია, მაგალითად 10 წუთი. აღნიშნულ დროში ძლიერი მზაობის მოსწავლეები ასწრებენ დავალების მთლიანად შესრულებას, ხოლო საშუალო და დაბალი მზაობის მოსწავლეები ასრულებენ დავალებას მათი შესაძლებლობების მიხედვით. ამასთან მოსწავლეებს საშუალება აქვთ თავად შეარჩიონ რომელი მაგალითის შესრულება სურთ. დროის მკაცრი კონტროლისთვის ეფექტურია ამ ტიპის სამუშაოსთვის გამოვიყენო გაკვეთილის მართვის პროგრამის ტესტის შემდგენელი, რომელიც გამორიცხავს როგორც დამატებით დროს, ასევე საშუალებას იძლევა შედეგები მყისიერად იყოს ცნობილი მასწავლებლისთვის. შემოგთავაზებთ ასეთი დავალების ნიმუშებს:
(თუ ამ დავალებისთვის მოსწავლეებს შევთავაზებთ ტესტს გაკვეთილის მარტივის პროგრამით, მაშინ შევთავაზებთ დახურულ დაბოლოებიან ან ღია დაბოლოებიან ტესტებს ამ მაგალითებით).
მაგალითი 5.
დაბალი მზაობის მოსწავლეები:
მოსწავლეები მუშაობენ ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ წყვილებში, ან ინდივიდუალურად ეძლევათ ბარათები პასუხებით და ისინი ასრულებენ დავალების ურთიერთშეფასებას.
საშუალო მზაობის მოსწავლეები:
ერთ-ერთი თანამამრავლის საპოვნელად, საჭიროა ერთი წევრი გავყოთ მეორეზე:
მაღალი მზაობის მოსწავლეები:
დააკვირდით კანონზომიერებას და იპოვეთ უცნობი წევრი:
ჩასვით მოქმედების ნიშნები, რათა მიიღოთ სწორი ტოლობები:
და მაინც, რის გათვალისწინება შდა შეესაბამებოდეს ესგ-ს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებსაც მასწავლებელი ისახავს მოცემულ გაკვეთილზე.
- მასალის რაოდენობას და მოცულობას განვსაზღვრავთ გაკვეთილზე დაგეგმილი მოსწავლეთა მუშაობის ფორმების შესაბამისად (მაგალითად: ჯგუფებში მუშაობისას გამოვიყენოთ პატარა, თუმცა რთული კომპლექსური დავალებები, ზოგჯერ რაიმე ნივთის დამზადებასთან დაკავშირებული. დავალება ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეთა თანამშრომლობაზე და გათვლილი ერთობლივი უნარის გამოყენებაზე და დროზე: მოკლე ან ხანგრძლივი). ინდივიდუალური მიდგომების გამოყენების დროს შესაძლებელია შევარჩიოთ უფრო მეტი დავალება, მაგრამ ნაკლებად კომპლექსური, გათვლილი სწრაფ ამოხსნაზე).
- თავისუფლით არჩევნის შემთხვევაში დავალებები უნდა იყოს განსხვავებული, თუმცა ერთობ მიმზიდველი მოსწავლეთათვის (დავალების ბარათები გაფორმებული გრაფიკულად, ან ილუსტრირებული პირობით). ეს უბიძგებს მოსწავლეებს აზროვნებისკენ, და ამავე დროს მასწავლებელს საშუალებას აძლევს „თავიდან აიცილოს“
- ასევე მიზანშეწონილია დავალების ბარათები შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარებათ მათ არჩევნის გაკეთებაში:
- დავალების შესრულების ფორმა – ინდივიდუალური ან ჯგუფური;
- დავალების სირთულის დონე – რთული ან მარტივი;
- დავალების ტიპი – შემოქმედებითი თუ ფაქტობრივ ცოდნაზე დაფუძნებული.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:
თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური და დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება არ არის მხოლოდ „ლამაზი სლოგანი“, უკვე არსებულ ტრადიციულ სასწავლო გარემოს „დანამატი“. ეს არის ახალი თანამედროვე და ეფექტური განათლების სისტემის მშენებლობისთვის აუცილებელი კომპონენტი.
ინდივიდუალური მიდგომა გამიზნულია პირველ რიგში თითოეულ მოსწავლეში პიროვნული თვისებების აღმოჩენისა და განვითარებისათვის, მისი ინდივიდუალიზმის ხაზგასმისათვის (აქედან გამომდინარეობს თავად ტერმინიც – „ინდივიდუალური მიდგომა“ ). „კარგ“ მოსწავლედ ამ შემთხვევაში აღიქმება ინიციატივის გამომჩენი, შემოქმედებითი, მუდმივ მზადყოფნაში მყოფი მიიღოს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, გააკეთოს არჩევანი, იყოს კარგი მეწყვილე/პარტნიორი სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან.
დიფერენცირებულ დავალებებთან მუშაობისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოსწავლის განვითარების დონე/ეტაპები. ამისათვის, კი საჭიროა მოსწავლის ნამუშევრების მუდმივი კონტროლი, თემის შესწავლისას და დასრულების შემდეგ დიაგნოსტიკის ჩატარება.
მე ვიყენებ დიფერენციაციას გაკვეთილის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპებზე. დიფერენცირებული დავალებების ტიპები დამოკიდებულია მიზნებზე, რომლებსაც ისახავს მასწავლებელი.
თუ მასწავლებელი ცდილობს მოსწავლის განვითარებას და თითოეული მოსწავლისაგან წარმატებული ინდივიდის შექმნას, ის აუცილებლად გამოიყენებს სასწავლო პროცესში ინდივიდუალურ და დიფერენცირებულ მიდგომებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ვიდეო Ted.com – სალმან ხანის გამოსვლა:
URL: http://new.ted.com/talks/salman_khan_let_s_use_video_to_reinvent_education
- ვებ-გვერდი: საქართველოს პარალამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა:
URL: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16466
- მასაჩუსეჩის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა:
URL: http://www.iste.org/handlers/ProductAttachment.ashx?ProductID=3122&Type=Download
- კეროლ ან ტომსონის პირადი ელ ბიბლიოთეკის კრებული – ნაშრომები დიფერენცირებულ სწავლებაში:
URL: http://www.ascd.org/publications/books/108028.aspx
2 კომენტარები
დიმიტრი გამარჯობა
რომელი კლასისთვის გამოიყენე ეს დავალება და მაინტერესებს გაკვეთილზე კომპიტ მუშაობდი ბავშვებთან თუ რა ფორმით? ბარათები დაწერე ჩვეულებრივ? მე მინდა მოვამზადო მსგავსი გაკვეთილი მხოლოდ კომპიუტერულ კლასში. დიფერენცირების ფორმას ჯიპრაიდიდან კარგად ვიყენებ.
მოგესალმებით,
რესურსები მომზადებულია 2-5 კლასებისთვის, აქ წარმოდგენილიმაქვს რესურსების მცირე ნიმუშები, ბარათების ნაწილი დაბეჭდილი მქონდა, ხოლო ნაწილი ელექტრონულად იყო გადაგზავნილი მოსწავლეებთან, კლასში დანერგილი იყო 1:1 ელექტრონული სწავლების მოდელი, ყველა მოსწავლეს ქონდა ბუქი. და დაველბის შესრულების შემდეგ onenote – შინ ან გაკვეთილის მართვის პროგრამით უკან მიგზავნიდნენ შესრულებულ დავალებას.