წყვილებში მუშობა – სოციალური უნარების განვითარების კარგი საშუალება
შესასწავლი თემით დააინტერესოს მოსწავლეები
უზრუნველყოს გარკვეული წინარეცოდნის არსებობა თემის ირგვლივ
საკუთარი მაგალითის მიცემით (სამოდელო ქცევით) შექმნას პარტნიორებს შორის დადებითი სოციალური კლიმატი
წაახალისოს, დააჯილდოოს, რესურსით მოამარაგოს წყვილები და დაეხმაროს მათ
ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და პარტნიორის აღიარება
წინასწარ დაგეგმოს და მოსწავლეებთან შეათანხმოს, რა კრიტერიუმებით შეფასდება როგორც მათი ნამუშევარი, ასევე მუშაობის პროცესი
მასწავლებელს შეუძლია თემა ჩამოაყალიბოს მაპროვოცირებელი შეკითხვის სახით (დისკუსიისათვის გამოადგება)
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყველასთვის ახსნას დავალება
ისინი კარგად უნდა იცნობდნენ თანამშრომლობის წესებს და იცავდნენ მათ
უნდა იმუშაონ ურთიერთშეთანხმებულად და მიზანზე ორიენტირებულად. უნდა ცდილობდნენ საუკეთესო შედეგის ერთობლივად მიღწევას
სამუშაოს შესრულებაში მაქსიმალურად შეიტანონ თავიანთი წვლილი და აღიარონ პარტნოირის მიღწევები
შეეფერება თუ არა სათაური შინაარსს?
გასაგები არგუნემტები არის თუ არა მოყვანილი?
არის სურათები ან ილუსტრაციები?
არის თუ არა მაგალითები?
დაცულია თუ არა მართლწერის წესები?
დამაჯერებელია თუ არა დასასრული?
II ფაზა: წყვილები გაცვლიან გასწორებულ ნამუშევრებს და მსჯელობენ. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მიაწოდოს მათ წინადადებები- მაგალითად:
კიდევ ერთი მაგალითის სახით შემოგთავაზებთ 26 მოსწავლისაგან შემდგარ მეათე კლასში ჩატარებულ სამუშაოს:
ამოიწერეთ უცნობი სიტყვები და მათი მნიშვნელობები უცხო სიტყვათა ლექსიკონისა და ფილოსოფიური ლექსიკონის მეშვეობთ
დაყავით ტექსტი აზრობრივ ნაწილებად, დაასათაურეთ და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი
ამოიწერეთ ტექსტიდან რამოდენიმე (3, 4) წინადადება და ამ წინადადებებიდან გამომდინარე თეზისები. ეს თეზისები დისკუსიისათვის გამოგადგებათ
გამოყავით ტექსტიდან ბიოგრაფიული და ისტორიული ნაწილი (შეგიძლიათ სხვადასხვა ფერით გააფერადებინოთ ტექსტის მონაკვეთები Word-ის დოკუმენტში)
შექმენით გრაფიკული ორგანიზატორი, სატაც ტექსტი წარმოდგენილი იქნება სქემის სახით (გრაფიკულ ორგანიზატორების შესაქმნელად მიჰყევით ბმულს).
ალბათ თქვენს პრაქტიკაში პერიოდულად გეგმავთ წყვილებში მუშაობას. ჩვენთვის და ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოა თქვენი გამოცდილების გაზიარება. შეგიძლიათ მოგვწეროთ, რა სიძნელეებს ხვდებით, ან რა გამოგდით წარმატებულად 🙂