პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო”
დიჯი-სოლთი ტალინის უნივერსიტეტთან ერთად იწყებს პროექტს “ციფრული სკოლა-საქართველო”. პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება ესტონური გამოცდილების გასაზიარებლად – საქართველოს საჯარო სკოლებში თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად.
პროექტის ფარგლებში დიჯი-სოლთი 120 სკოლის გუნდს მოამზადებს 2019-2020 წლებში, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). პროექტის მონაწილე სკოლები:
– სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
– სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
– ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
– მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის და მასში მონაწილეობის შესახებ შეგიძლია იხილოთ ბმულზე
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, შეავსეთ ბმული-ზე.
პროექტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დიჯისოლთს:
- dgsaltinfo@gmail.com,
- ტელ : 577640155
ინტერნეტ გაზეთი მასწავლებელი – პროექტთან დაკავშირებული სტატია იხ. ბმულზე