პროქტის “ციფრული სკოლა-საქართველო“ განხორციელება აქტიურ ფაზაში შევიდა.
პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტის ფარგლებში საქართველო რეგიონებში ტრენინგებს ახორციელებს ორგანიზაცია DG-SALT-ი. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილხეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
საწყის ეტაპზე პროექტში ჩაერთულია 60 სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, თითოეული სკოლიდან ტრენინგში მონაწილეობს სკოლის ლიდერთა ექვსპერსონიანი გუნდი.
პროქტის ფარგლებში სკოლებმა:
- შეაფასეს სკოლაში ციფრული სასწავლო პრაქტიკა და მასზე დაყრდნობით დაიწყეს მუშაობა ციფრული სტრატეგიების დაგეგმვა-განხორციელებაზე;
- დაიწყეს ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა უახლესი ციფრული ინსტრუმენტებით;
- ჩამოაყალიბეს სკოლაში ლიდერთა ჯგუფები, რომლებიც განახორციელბენ ციფრული ინოვაციების დანერგვას პედაგოგიკაში, სკოლის მართვასა და მენეჯმენტში და სასკოლო-სასწავლო გარემოში;
ტეგი:DGSALT, გიორგი არავიაშვილი, დიმიტრი პოპოვი, ეკა ჯელაძე, ელენე ბეთლემიშვილი, ზურაბ ძულიაშვილი, ინოვაციები სწავლებაში, ინოვაციებისწავლებაში, მარეხი ჯელაძე, მეგი კაპანაძე, ნანა ედიშერაშვილი, ნინა ბიწკინაშვილი, რუსუდან მარკოზაშვილი, შორენა მიქაბერიძე, ციფრული სკოლა, ციფრულისკოლა, ხათუნა მენთეშაშვილი