პროქტი “ციფრული სკოლა-საქართველო“-ს მეორე ეტაპის განხორციელება იმერეთის რეგიონში
DG-SALT-მა ტალინის უნივერსიტეტთან ერთად დაიწყო პროექტ “ციფრული სკოლა-საქართველო”-ს მეორე ეტაპი. პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და მიზნად ისახავს თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
მეორე ეტაპზე, პროექტში ჩართულია 60 სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. თითოეული სკოლიდან ტრენინგში სკოლის ლიდერთა ექვსპერსონიანი გუნდი იღებს მონაწილეობას.
პროექტის მონაწილე სკოლები:
– სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
– სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
– ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
– მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის და მასში მონაწილეობის შესახებ შეგიძლია იხილოთ ბმულზე
პროექტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დიჯისოლთს:
dgsaltinfo@gmail.com,
ტელ : 577640155
ტეგი:DGSALT, გიორგი არავიაშვილი, დიმიტრი პოპოვი, ეკა ჯელაძე, ელენე ბეთლემიშვილი, ზურაბ ძულიაშვილი, ინოვაციები სწავლებაში, ინოვაციებისწავლებაში, მარეხი ჯელაძე, მეგი კაპანაძე, ნანა ედიშერაშვილი, ნინა ბიწკინაშვილი, რუსუდან მარკოზაშვილი, შორენა მიქაბერიძე, ციფრული სკოლა, ციფრულისკოლა, ხათუნა მენთეშაშვილი