მოგესალმებით!
თქვენ იღებთ მონაწილეობას პროექტის „ციფრული სკოლა საქართველო“ ონლაინ კურსზე.
კურსი ღიაა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად სურთ კურსის გავლა, მასალების გაცნობა და გამოყენება.
კურსის შესახებ:
კურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს დაეხმაროს სკოლის ციფრული კულტურის განვითარებაში, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა – სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
უმჯობესია თუ კურსში სკოლის ლიდერთა გუნდი ჩაერთვება სკოლის დირექტორის, ინფორმაციული მენეჯერის (ან პირი, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ტექნოლოგიების გამოყენებაში) და იმ მასწავლებლების შემადგენლობით, რომლებიც ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში.
კურსის ფარგლებში შეძლებთ თქვენი სკოლის ციფრული მოწიფულობის შეფასებას; სკოლის გამოწვევებიდან გამომდინარე შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვას, ინოვაციური სასწავლო პრაქტიკისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების დანერგვას.
კურსის ფარგლებში:
- შეაფასებთ სკოლის ციფრულ სასწავლო პრაქტიკას და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებთ ციფრულ სტრატეგიას;
- სასკოლო დონეზე დანერგავთ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს;
- გაეცნობით ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვის ინსტრუმენტებს და შესაბამის ელექტრონულ რესურსებს, აპლიკაციებს, პროგრამებს;
- წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით შექმნით ბლოგს.
კურსი 4 მოდულს მოიცავს:
მოდული 1: სკოლის ციფრული ინოვაციები
მოდული 2: სკოლის ციფრული განვითარების თვითშეფასება
მოდული 3: ცვლილებების დიზაინი და შესაბამისი რესურსები
მოდული 4: ციფრული ინოვაციური პროექტის პოპულარიზება
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ კვლევის საფუძველზე შედგენილი სკოლის ციფრული სტრატეგია შესაბამისი აქტივობებითა და ციფრული რესურსებით.
გისურვებთ წარმატებებს!
კურსი საგანმანათლებლო ორგნიზაცია „დიჯისოლთის“ (DG-SALT) მიერაა მომზადებული „ციფრული სკოლა საქართველო“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული, კოორდინირებას უწევს ტალინის უნივრსიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
კურსის მახასიათებლები
- ლექციები 26
- ტესტები 4
- ხანგრძლივობა 24 საათი
- უნარის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 358
- შეფასებები თვით