ეს ორი შაბათ-კვირა DG-Salt-მა და ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ოთხი სკოლის გუნდს უმასპინძლა ტრენინგ-კურსზე “სკოლის ციფრული სტრატეგია: თანამონაწილეობითი დიზაინი”. ტრენინგ-კურსი ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) გრანტის FUR ფარგლებში შეიქმნა.
თითო გუნდში სკოლის დირექტორი, ინფორმაციული მენეჯერი და 3 მასწავლებელი შედიოდა. 3 დღიანი ტრენინგის განმავლობაში სკოლის გუნდებმა:
– სკოლის თვითშეფასების კითხვარზე დაყრდნობით განსაზღვრეს და შეარჩიეს გამოწვევა, რომელზეც იმუშავებდნენ ტრენინგის განმავლობაში;
– დაგეგმეს და განახორციელეს სასკოლო კვლევა: შეარჩიეს სამიზნე ჯგუფები, კვლევის მიზანი და შესაბამისი კითხვები, მოაგროვეს და გაანალიზეს მონაცემები;
– კვლევის შედეგებიდან გამომდინარე განსაზღვრეს ინოვაციური პრაქტიკის პროექტი/მიმართულება;
– პროექტის/მიმართულების დიზაინში ჩართეს სასკოლო თემი, მათი თანამონაწილეობით შექმნეს და განავითარეს პროექტის/მიმართულების დიზაინი;
– შექმნეს ინოვაციური პროექტის/მიმართულების დეტალური დიზაინი შესაბამისი აქტივობებით, რომელსაც სკოლაში დაბრუნებისას განახორციელებენ.
განსაკუთრებული მადლობა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, რომ მოგვცა ტრენინგის ჩატარების საშუალება.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მეტი ინფორმაცია ტრენინგ-კურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.dgsalt.org
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში, გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: dgsaltinfo@gmail.com