ბლუმი და ტექნოლოგიები – ანალიზი
ტაქსონომიის ეს ნაწილი მოიცავს სააზროვნო უნარ-ჩვევებს, ამ დროს ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ციფრული დანამატების განმარტებები ასეთია: ერთ რესურსში რამდენიმე წყაროს ინტეგრაცია, ბმულების შექმნა და დაკავშირება, ინფორმაციის წყაროების სიზუსტის და შინაარსის გაანალიზება. ქვემოთ მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება ეფექტური იქნება სწავლების ამ დონისთვის.
Hemingway
Hemingway Editor არის ეფექტური ინსტრუმენტი წერისას, რომელიც დაგეხმარებათ ტექსტის გაანალიზებაში. ეს არის მარტივი საშუალება დაინახოთ და გამოყოთ მნიშვნელოვანი პრობლემური არეები თქვენს ნაწერში. მაგ.: ხაზი გაუსვათ საერთო პრობლემას, გამოყოთ კომპლექსური სიტყვები და ფრაზები, განასხვავოთ სხვადასხვა ტიპის შეცდომა სხვადასხვა ფერით და ა.შ.
Citelighter
citelighter – ეს არის სრული ციფრული წერილობითი გადაწყვეტა მთელი კლასისთვის. მარტივი და გამოყენებადი ხელსაწყოები მოსწავლეებს ეხმარება წერილობითი ამოცანების შესრულებაში და მათი აზრების ნათლად გამოკვეთაში, ხოლო მასწავლებლებს – შექმნან დავალებები და შეაფასონ ისინი რეალურ დროში.
Online Rubric
რუბრიკები მძლავრი იარაღია მასწავლებლისთვის შექმნას დავალების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები. Online Rubric არის Google drive-ში მოსწავლეთა შედეგების ანალიზის ეფექტური ინსტრუმენტი. გამოიყენეთ Online Rubric ნებისმიერი დავალებისთვის, მათ შორის პრეზენტაციების და მოხსენებების დროს. გაუგზავნეთ შედეგები თქვენს მოსწავლეებს ფურცლების და სხვა არასასურველი ხარჯების გარეშე პირდაპირ ელექტრონულ ფოსტაზე.
Doctopus
Doctopus არის Google drive-ში მოსწავლეთა პროექტების სკაფოლდინგის, მართვის, ორგანიზების და შეფასების ინსტრუმენტი. იგი დაგეხმარებათ მოახდინოთ თითეულ მოსწავლეზე მორგებული დავალებების განაწილება, მიღებული შედეგების შენახვა და მათი ანალიზი. ასევე საშუალებას გაძლევთ ადვილად დაამყაროთ წვდომა ინდივიდის ან მთელი კლასისი დავალებებზე. შექმნათ Google drive-ში მოსწავლეებისთვის შაბლონები, გაავრცელოთ ისინი მოსწავლეების დონის და საჭიროების შესაბამისად.
Edmodo
Edmodo არის ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა მასწავლებლებისთვის დაამყარონ კონტაქტი მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან. იგი საშუალებას იძლევა მარტივად გააგზავნოთ დავალებები, შექმნათ გამოკითხვები და ატვირთოთ ფაილები ბიბლიოთეკაში. მისი გამოყენებით შესაძლებელია მოხდეს მოსწავლეთა შედეგების ანალიზი.
სტატიის ავტორი: ნინო კაჟაშვილი
გამოყენებული მასალები:
http://digitallearningworld.com
http://www.educatorstechnology.com/2016/07/a-new-visual-on-blooms-taxonomy-for-web.html?m=1
http://www.techlearning.com/news/0002/bloom39s-taxonomy-blooms-digitally/65603